ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთადერთი უნივერსიტეტია რომელიც Quacquarelli Symonds-ის (QS) მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა. 2025 წლისთვის შედგენილი რეიტინგში თსუ-მ 791-ე ადგილი დაიკავა.
საერთო ჯამში, რეიტინგში 1500 უნივერსიტეტია. თსუ დასავლეთ აზიის რეგიონში მე-18 ადგილზეა, ევროპაში – 390-ზე.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებიდან – ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 901-ე ადგილზეა, ბაქოს უნივერსიტეტი კი 951-ზე.
რეიტინგის შედეგები ეფუძნება 17,5 მილიონი სამეცნიერო ნაშრომის ანალიზს, ასევე მასწავლებლებისა და დამსაქმებლების 240 ათასზე მეტ მოსაზრებას.