July 16, 2024

ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

ქუთაისის ციხეში პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ. N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულები და მსჯავრდებულები ამნისტიის გაფართოებას ითხოვენ.

პროტესტს სხვა ციხეებში ქალი მსჯავრდებულებიც უერთდებიან.

ადვოკატების განცხადებით, მმართველი ძალის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი მხოლოდ მსუბუქ მუხლებს ეხება.