ქუთაისში ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია, შორტები, მაისურები და საზაფხულო ჩუსტები.
ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. კადრებში ჩანს, რომ ობიექტზე სამი პირი შევიდა.
მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავეები ჯერ-ჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან.