August 3, 2024

ნაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა -სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურდა. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში 60-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა. „მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე საკვლევად, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად, ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს; კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ყველა რეაქცია: 2323 1 3 მოწონება კომენტირება გაზიარება Gela Khutsishvili იქნებ იმასაც მიაქციოთ ყურადღება,რომ შემადგენლობა არ იკითხება ისეთი წვრილი შრიფტით არის დაწერილი. მაღაზიაში ვერ გაარკვევ,რომელი ნაყინი,რითია დამზადებული!

  • 1 წთ. რამდენიმე წამის წინ
  • მოწონება
  • პასუხის გაცემა

კომენტარის დატოვება Irina Makaridze სახელით

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

20 სთ · სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათკურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული – https://hr.gov.ge/?vacancyNum=47შეიძლება იყოს სწავლა and ტექსტი გამოსახულება

საქართველოს მთავრობა

21 სთ · სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებ… მეტის ჩვენება

© 2026 NewPress
Powered by WordPress