13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ს დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
August 12, 2024
13 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს