September 20, 2024

ცხუნკურის გამგებელს მერაბ სულაბერიძეს მამა ძალადობაში ადანაშაულებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის გამგებელს, მერაბ სულაბერიძეს მამა ძალადობაში ადანაშაულებს.

82 წლის გივი სულაბერიძე აცხადებს რომ შვილმა თავში ქვა ჩაარტყა, აღნიშნულს კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ხანში შესულმა კაცმა პატრული და სასაწრაფო დახმარება თავად გამოიძახა. მას სამედინიცო დახმარება ქუთაისის კლინიკაში გაუწიეს.

ჯერჯერობით, უცნობია, აღძრულია თუ არა გამგებლის წინააღმდეგ. წარსულში ის ძალოვანი სისტემის მაღალჩინოსანი იყო.