September 23, 2024

ქუთაისში გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მარკეტი გაქურდეს

ქუთაისში მარკეტი გაქურდეს. ამ დილით გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სუპერმარკეტ “გვირილას” თანამშრომლებს მაღაზიის კარის მინა გატეხილი დახვდათ. მენეჯერი კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, სავარაუდოდ, თანხით და სიგარეტები. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.