“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში წინა საარჩევნო დარღვევებსა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო სკოლებში არსებულ ფაქტებზე ისაუბრეს.
გია თევდორაძის თქმით, ქუთაისის საჯარო სკოლებში მშობლებისაგან “ქართული ოცნების “ მიმართ განწყობის დაფიქსირებას ითხოვენ. მისივე თქმით, სასკოლო ჩატებში მიმოწერის დამადასტურებელი სკრინები არსებობს, რაც მათ ანონიმურად მიაწოდეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ოპოზიციას, ასევე აქვს წინასაარჩევნო დარღვევების სხვა ფაქტებიც.
ქუთაისის ერთ-ერთ უბანში მოქალაქემ საკუთარ ბინაში 7 ჩაწერილი უცხო პირი აღმოაჩინა. დარღვევები შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობეს.