October 9, 2024

ქუთაისში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა. შემთხვევა, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი დღის წინ მოხდა.

მეზობლების თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა ბინიდან ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ელექტრო ნათურა გასკდა და ცეცხლი ე წ. გასაჭიმ ჭერს სწრაფად მოედო.

ოჯახის ორ წევრს სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან სამი მცირეწლოვანი ბავშვი ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.

ანგარიშის ნომერი: GE06TB7867745064300003

მიმღები: შოთა ძნელაძე