October 14, 2024

შუქრუთელებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

პარლამენტთან შუქრუთელთა აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა შიმშილობა შეწყვეტეს. ეს გადაწყვეტილება მათ სახელმწიფოს ინიციატივით დეპუტატ რატი იონათამიშვილთან და ჯორჯიანმანგანეზის კომპანიის წარმომადგენელ თემურ ხონელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

როგორც მხარეები შეთანხმდნენ, მედიატორის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ აქციის მონაწილეები კლინიკაში არიან გადაყვანილები.