October 16, 2024

ქუთაისში ოპოზიციის ოფისსა და ბანერებს საღებავი შეასხეს

ქუთაისში „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის“ოფისსა და ბანერებს საღებავი შეასხეს. შემთხვევა ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

მანამ კი ენმ-ს ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ოცნების ბანერი, რომელიც ამომრჩევლის ომით დაშინებას ემსახურება, დემონსტრაციულად გადაღებეს. მომხდარს „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და ოპოზიციონერების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაანონსა.