October 26, 2024

ქუთაისში საკუთარი არჩევანი უკვე 11 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 097- მა ამომრჩეველმა მისცა.

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული საჩივრები საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს