November 3, 2024

ქუთაისის სასამართლომ 17 უბნის ბათილობის შესახენ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მესამე სექტორმა სასამართლოს სარჩელით გუშინ მიმართა და ქუთაისში 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა. სასამართლო პროცესს აღნიშნული უბნების კომისიების თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მესამე სექტორის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები მათ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა.