November 7, 2024

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმდჯომარემ 6 ნოემბერს გვიან ღამით გამოაცხადა.

კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა, კომისიის წევრების პასუხისმგებლობა და საქალაქო და რაიონული სასაამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საიას” და კოალიცია “ჩემი ხმის” ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილეს.