November 9, 2024

წელს სხვადასხვა დროს გაჩენილი ხანძარების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

მიმდინარე წელს საქართველოში ხანძრის 9 143 შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 167 – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, ხანძრისგან განადგურდა 392 შენობა-ნაგებობა, ხანძრის შედეგად 15 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაღუპული.