November 18, 2024

თბილისში ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაატარეს

დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაატარეს.

ადგილზე გაშლილია 20-ზე მეტი კარავი.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შედეგებს არ აღიარებენ.

ოპოზიციონერმა ლიდერების განცხადებით აქცია 24-საათიანი იქნება.