საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.
საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ქართული ენა და ლიტერატურაში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებულია შემდეგი ნაწარმოებები:
ალექსანდრე ჭავჭავაძის — გოგჩა; გრიგოლ ორბელიანის — საღამო გამოსალმებისა და პასუხი შვილთა; ნიკოლოზ ბარათაშვილის — არ უკიჟინო სატრფოო, ცისა ფერს, ხმა იდუმალი, სულო ბოროტო, ვპოვე ტაძარი; ილია ჭავჭავაძის — ბედნიერი ერი, ჩემო კალამო, პასუხის პასუხი, პოემები: განდეგილი, აჩრდილი; აკაკი წერეთლის — აღმართ-აღმართ, სულიკო, ქებათა ქება; ვაჟა-ფშაველას — რამ შემქმნა ადამიანად, იას უთხარით ტურფასო; პოემა ბახტრიონი, პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი; პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი; პაოლო იაშვილის პოეზია; გიორგი ლეონიძის ნინოწმინდის ღამე. ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია: 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.