November 29, 2024

საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც 28-29 ნოემბრის აქციის დარბევას ეხმიანება.

„საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები“, – წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აქციაზე დააკავეს 43 ადამიანი, დაშავებული არიან, მოქალაქეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, პოლიციელები.

აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, მან მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა, ძალოვნებს კი მოუწოდა, აქციის მონაწილეები არ დაერბიათ.