November 29, 2024

მიხეილ მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას ედავებიან – ადვოკატი

ქუთაისში დაკავებულ მიხეილ მუმლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, – ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით მიხელ მუმლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

„ჯერ ჯერობით მტკიცებულებები არ ჩაგვბარებია. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში თავისუფალი იყო იზოლატორი, მაინც გადაიყვანეს სამტრედიაში, რაც მიმაჩნია, რომ არის დასჯის ფორმა მათი მხრიდან“, – განაცხადა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ მუმლაძე 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დააკლავეს.