November 29, 2024

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათ გზის სავალი ნაწილზე გადაინაცვლეს და ცდილობენ, ავტომობილები არ გაატარონ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

“გამოდით” სკანდირებენ შეკრებილები და მოქალაქეებს პროტესტის შეერთებისკნენ მოუწოდებენ.