November 30, 2024

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება.

ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.