ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მსვლელობა გამართეს.
ისინი აკადემიური პროცესის არ შეჩერების თაობაზე რექტორის გადაწყვეტილებას აპრპტესტებენ. ამ მოთხოვნით, 700-მა სტუდენტმა ადმინისტრაციას ორი დღის წინ წერილობით მიმართა.
ახალგაზრდები ითხოვენ, სწავლის შეჩერებას ან შუალედურების აღდგენის თავისუფალ გრაფიკს, იმისათვის, რომ აქციებში მიიღონ მონაწილეობა.
ამ წუთებში სტუდენტები რექტორს ხვდებიან.