December 5, 2024

ქუთაისში დღეს საპროტესტო აქცია 17 საათზე დაიწყება

უწყვეტი პროტესტის მე-8 დღე. ქუთაისში დღეს საპროტესტო აქცია 17 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ორგანიზატორები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ქუთაისში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება აქციის მონაწილეები მსვლელობით სხვადასხვა ქუჩებზე გადაადგილდებიან. მათი მუდმივი ლოკაციები კი სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის პროსპექტია.