December 11, 2024

არა მოძალადე რეჟიმს! – პროტესტის მე-14 დღე ქუთაისში

ქუთაისში დღეს აქცია 17:00 საათზე გაიმართება.

„კი ევროპას! არა რუსეთს! არა მოძალადე რეჟიმს!

ამ რთულ ბრძოლაში ადამიანებს ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია და გვჭირდება. გვახსოვდეს, რუსთაველის გამზირზე სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ.

დღე14 გამოდი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ საპროტესტო აქციას ექიმები თთრი ხალათებით შეუერთდნენ.