December 17, 2024

ძლიერი წვიმის მიუხედავად ქუთაისში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა

ქუთაისში ძლოერი წვიმის მიუხედავად მოქალაქეები მერიის წინ ტრადიციულად ფერად საწვიმრებსა და ქოლგებში დღესაც გამოჩნდნენ.

პროტესტის მე-20 დღეს აქციის მონაწილეები უცვლეკი მოთხოვნებით ისევ რუსთაველის პროსპექტზე დგანან.

ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების თავისუფლება – ასეთია მათი მოპთხოვნები.

დღეს საპროტესტო აქციას პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ.

პროტესტი არ წყდება ასევე დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.