|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

31 მაისს ქუთაისის მესამე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

ქუთაისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე აქცენტი იქნება ევროკავშირისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ერთობლივ პროექტზე “ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს შორის სხვადასხვა თანამშრომლობით ფორმებს, ასევე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მეთოდებს.
 
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი (KIF) "ოქროს საწმისის ძიებაში", „ევროკავშირის მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ინიციატივასთან და USAID-ის „კარგი მმართველობის პროგრამასთან“ თანამშრომლობით  2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა დაარსა.
პროექტის პარტნიორები არიან : ევროკავშირი ( EU) , აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID ), საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. 
ფორუმის დაარსებით, ქალაქი ქუთაისი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი ურბანული განვითარების შესახებ ინოვაციური იდეების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმა, საშუალო და მეორე დონის ქალაქებში და ხელი შეუწყოს მრავალდისციპლინარული დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
 

ავტორი: ნიუპრესი