დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებიდან 32 წელი გავიდა
1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა. 31 წლის წინ ჩატარებული აქტის საფუძველზე 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
რეფერენდუმის კითხვა იყო „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“.
რეფერენდუმის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც მიიღო.
რეფერენდუმზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ავტორი: