February 12, 2014

თანამდებობიდან გათავისუფლებული შოთა მურღულია ნახევარ საათში საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებული შოთა მურღულია ნახევარ საათში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მურღულია ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურება. შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ქუთაისის მერიის წინ კი ამ წუთებში მურღულიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.