October 16, 2014

ქუთაისის დამსახურებულ პიროვნებებს სიგელები გადაეცათ

ქალაქის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელები ქუთაისის მერიაში სამ დამსახურებულ პიროვნებას გადაეცა. მხატვარ დიზაინერ ვახტანგ დვალიშვილს, ექიმ მურმან ბანძელაძეს, ინჟინერ კონსტანტინე კოკელაძეს.

„პატივგების კომისიამ გადაწყვიტა დამსახურეული ქუთაისელისთვის სიგელები გადაეცა, ამ ხალხს დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის განვითარებაში. ჩვენ შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგებით ამ ადამიანებს“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.