November 4, 2014

NASCAR-ის ავტორბოლა ჩხუბით დასრულდა

NASCAR Sprint Cup-ის რბოლა, რომელსაც ფორტ-ერტის ავტოდრომი (ტექსასი) მასპინძლობდა, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რბოლის დასრულების შემდეგ მეტოქე ბრედ კესელოვსკის რბოლით უკმაყოფილო Hendrick Motorsport-ის პილოტმა ჯეფ გორდონმა მას ხელი ჰკრა, რასაც ფაქტობრივად გუნდი გუნდზე გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

მოგვიანებით Team Penske-ს მრბოლელმა კესელოვსკიმ თქვა, მირჩევნია NASCAR-ზე მყავდეს მტრები, ვიდრე მეგობრები და სახლში ვიჯდეო.

რბოლა კი გორდონის თანაგუნდელმა პილოტმა ჯიმი ჯონსონმა მოიგო.

იხილეთ სრულად: news.ge