დღეს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, წელს ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას 2088 პირველკლასელი იწყებს.
სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა პირებმა მიულოცეს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქალაქის მე-17 და 32-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.