December 24, 2014

საქართველოში ახალი ტელევიზია იხსნება

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია საქართველოში ახალ ტელეკომპანიას ხსნის. როგორც პარტია “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახურმა განაცხადა, თბილისში ახალი ტელევიზია იხსნება, რომელსაც, სავარაუდოდ, TV 8 ერქმება. “ეს იქნება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანია, ამ ეტაპზე არხის ტექნიკური რებრენდინგი მიმდინარეობს. არხის დამფუძნებელია მიხეილ ხუბუტია, დირექტორი – რაულ ქირია”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.