February 2, 2015

ძარცვა ქუთაისში

პოლიციას ამ დრომდე ეჭვმიტანილები არ ჰყავს ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით. მძარცველებმა კვირიკეიშვილების ოჯახიდან ძვირფასეულობა, ორი ფოტოაპარატი და პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. დაზარალებული ია კვირიკეიშვილის თქმით, ბოროტმოქმედებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს. მომდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე ძარცვის მუხლითაა აღძრული.