ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, ახლახანს, აღმაშენებლის გამზირის 27 ნომერთან მოხდა. ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იგი გზის გამყოფ ხაზზე იმყოფებოდა.
როგორც Newpress.ge -ს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურიდან აცნობეს, დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.