მარტი 16, 2015

ქმრის აგრესიას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

მეუღლის აგრესიას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე – 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).