მარტი 31, 2015

„არა აზარტულ თამაშებს“- ქუთაისში აქცია გაიმართა

“მშობლებო, გაუფრთხილდით შვილებს“, „სახელწიფო იზრუნე არასრულწლოვნებზე“, “არა- აზარტულ თამაშებს“, “ფული შრომით იშოვება“ ,- ამ დევიზებით სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ აქცია გამართა. პროექტის „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო – მოდელი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის“ ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა ტოტალიზატორებში არასრულწლოვნების შეშვების ფაქტები გააპროტესტეს. მათ ამასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრება მოითხოვეს.

„ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ვფიქობთ, რომ ამ გამოსვლებით მიზანს მივაღწევთ“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფატიმა ვაშაკიძემ.