რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული 4 წლით მოიგეს – პასუხს ამ და სხვა კითხვებზე მიიღებთ newpress .ge -ის ახალ რუბრიკაში “უბნის მაჟორიტარი”. ქალაქ-მუზეუმის ამომრჩევლებს, ისევე როგორც სხვა უბნებში, მოუგვარებელი პრობლემები საკმაოდ ბევრი აქვთ. მწყობრიდან გამოსული წყლის მილების და წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი გზის საფარის არსებობას უჩივიან მალხაზ დვალიშვილის ქუჩის მცხოვრებლები. რამდენად იცნობენ ქალაქ-მუზეუმის ამომრჩევლები ამირან ხვდაგიანს და როგორ აფასებენ ისინი მისი, როგორც მაჟოროტარის მოღვაწეობას, ნახეთ ვიდეო:
May 30, 2014
newpress გამოკითხვა: ქუთაისელი ამომრჩეველი ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარზე – მარტო სიტყვიერად დაგვამახსოვრა თავი