June 1, 2014

newpress გამოკითხვა: როგორი უნდა იყოს ქუთაისის მერი?

როგორი უნდა იყოს ქუთაისის მერი?- აღნიშნულთან დაკავშირებით newpress.ge-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 80 ადამიანიდან 75 თვლის, რომ ქალაქის მერი ადგილობრივი და ეროვნულად მოაზროვნე უნდა იყოს. დანარჩენი 5 ადამიანის აზრით მთავარია პატრიოტი იყოს და მის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. “უნდა იყოს ახოვანი მშვენიერი. მაღალი ლამაზი, გონიერი”, – ასეთია ქუთაისლების შეფასებები ქალაქის მომავალ მერის შესახებ.