November 23, 2014

ქუთაისში ეთერ კაკულიას მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ეთერ კაკულიასადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. მასში ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება ქუთაისის მერიამ დააფინანსა. შეგახსენებთ, რომ ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.