May 29, 2009

საქართელოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

29 მაისს რაგბის ახალგაზრდული U-17 ნაკრები რუმინეთიდან საქართველოში გამარჯვებულები დაბრუნდა. ქალაქ კოსტანტასში შავი ზღვის თასის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიპოვა. თამაში დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. ბოლო გადამწყვეტი მატჩი რუმინეთან საქართველოს ნაკრების “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა. საბოლოო ანგარიში 10-7 დაფიქსირდა. ნაკრების კაპიტანმა, ერთი გარდასახვა, 7 ქულა და 1 ლელო დადო, რამაც გუნდს გამარჯვება მოუტანა.