სისხლის გადასხმამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დონორთა სისხლი ყოველთვის არ არის სამყოფი , თანაც ადამიანს ყოველგვარი სისხლი არ აკმაყოფილებს – გადასასხმელად საჭიროა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლი; წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა შეტევაზე გადავა უცხო უჯრედების წინააღმდეგ. მეცნიერებმა სულ ახლახან მიაგნეს ამ პრობლემის მოგვარების გზას: მათ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლის შექმნა. მომავალში ამ აღმოჩენამ შესაძლოა დონორის ინსტიტუტის გაუქმებამდე და სისხლის საწარმოო მასშტაბებით წარმოებამდე მიგვიყვანოს.
წყარო: mkurnali.ge
October 5, 2014
მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლი შექმნეს