“მეგას” ცერემონიალი კულტურის ცენტრ “არტ ჰოლში” ჩატარდა, სადაც ესტრადის ვარსკვლავები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი “მეგა” ქართული გასართობი ინდუსტრიის პოპულარიზაციას ემსახურება. “მეგა 2014” სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები იყვნენ: მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, პანჩო, ვახტანგ ტატიშვილი, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”, ოთიკო ანდრიაძე, ოთიკო ბერიშვილი, ნუცა ბუზალაძე და სხვები.
December 7, 2014
მუსიკალური დაჯილდოება „მეგა 2014“