December 17, 2014

‘ოღონდ თქვენ ნუ დაბრუნდებით და ესეც კარგად ვგრძნობ თავს’ – პასუხი მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გახდა და რამდენადაც ცნობილია, ოფიციალური გვერდიდან საკმაოდ ხშირად ამყარებს კონტაქტს ხალხთან.

20 წლის ქართველი მუსიკოსი ხვიჩა ხოჯავა ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლითაც სააკაშვილი დაინტერესდა.

მუსიკოსმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი და მიხეილ სააკაშვილის მიმოწერაა ასახული.

მიხეილ სააკაშვილი : – ხვიჩა ძალიან კარგად მღერიხარ. როცა დავბრუნდები, პირობას გაძლევ, დიდ წარმატებას მიაღწევ.

ხვიჩა ხოჯავა : – დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, ოღონდ თქვენ ნუ დაბრუნდებით და ესეც კარგად ვგრძნობ თავს.

cp.ge