ევროპული ორგანიზაცია “ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია” ქართველ ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ იორკი) გაცვლით პროგრამას სთავაზობს: პერიოდი: 09-16 თებერვალი, 2015 წ.
კონფერენციის თემატიკა:
* გაერთიანებული ერების მიღწევები და ახლანდელი გამოწვევები
* გაერთიანებული ერების პროგრამა, სააგენტოები და არასამთავრობოები
* გაერთიანებული ერების პოლიტიკა, ფონდები და სამომავლო გეგმები
* ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური ზრდა-განვითარება
* დიპლომატია და საჯარო გამოსვლების ხელოვნება
* ახალი შესაძლებლობები, მენტორები და ასოციაციები
* პროექტები და მისი განხორციელების გზები
* ახალგაზრდების დიპლომატიური ძალისხმევა განვითარებისა და ადამიანური ინიციატივებისათვის
* ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება
* კომიტეტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობის გზები
* ინტერკულტურული ინტეგრაცია.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2600 ევროს. ღირებულება მოიცავს:
* წინა მოსამზადებელ პროგრამას
* სავიზო პროცედურებს
* ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებას ოფიციალურ ვიზიტებზე
* ვიზიტებს უმაღლეს ორგანოებში (გაეროს შტაბბინა, მილენიუმის, UNICEF, UNESCO-ს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან)
* საცხოვრებლის ხარჯებს
* თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)
* ექსკურსიას (ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება)
* სადაზღვევო პაკეტს
* შიდა ტრანსპორტირებას (კონფერენციის დღეებში)
* პროგრამაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას
* საერთაშორისო სერთიფიკატს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, 16-დან 30 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესებულ პირებმა CV უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com 2014 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით),
ტელ: 570 104104, 555 355119
ვებ-გვერდი: www.newuni.edu.ge
facebook: https://www.facebook.com/pages/European-Youth-Organization/235368819974883