January 30, 2015

კონკურსი – წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი განათლების თემაზე

კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველო” აცხადებს კონკურსს 2014 კალენდარული წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად განათლების თემაზე. კონკურსში განსახილველად 2014 წელს განათლების თემაზე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოსული პუბლიკაცია (სტატია, ესსე, რეპორტაჟი) , საავტორო რადიო ან ტელე სიუჟეტი მიიღება.
კონკურსში გამარჯვებულისთვის კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველოს” მიერ დაწესებულია ჯილდო 1000 აშშ დოლარისა და სამახსოვრო პრიზის სახით.
საუკეთესო ნაშრომს გამოვლენს კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველოს” გამგეობის წევრებისაგან დაკომპლექტებული ჟიური.
ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: საკითხის აქტუალობა, კვალიფიციური დასაბუთება/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა.
კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველო” წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე თორმეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში. “განათლება ყველასათვის – საქართველო” მოძრაობა გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო განაცხადი 2015 წლის 15 თებერვლამდე და საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნონ მითითებულ მისამართზე – beka.urushadze@ctc.org.ge

გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება 2015 წლის 6 მარტს.