თებერვალი 19, 2015

დღეს ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულზეა

ბოლო თვეების განამვლობაში ლარის კურსმა დღეს მაქსიმალურ ნიშნულს მიაწია. 1$ 2,23 ლარი ღირს. გუშინ ეს მაჩვენებელი 10-12 თეთრით ნაკლები იყო.

“ეროვნული ბანკის” ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ბანკათაშორისი ვაჭრობის შედეგად ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დგინდება, გუშინ ეს მაჩვენებელი 2,08 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 1 თეთრით მეტია.

1$ “საქართველოს ბანკში” 2,23 ლარი ღირს, “პროკრედიტ ბანკში” – 2,23 ლარი, “თი-ბი-სი” ბანკში – 2,22 ლარი, “ლიბერთი” ბანკში – 2,22 ლარი.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2,20-ის ფარგლებში მერყეობს.