ლარის კურსის ვარდნამ ზოგიერთ პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია, ქუთაისის ბაზარში მოვაჭრეები პროდუქტის გაძვირებასთან ერთად მყიდველის ნაკლებობასაც უჩივიან. როგორც ისინი “ნიუპრესთან” საუბარში აცხადებენ, პროდუქტი არ იყიდება და ხშირ შემთხვევაში, მისი გადაყრა უწევთ. დღეს ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა, მაგრამ თუ ქართული ვალურის მდგომარეობა საბოლოოდ არ დასტაბილურდება, სავარაუდოდ, მოვაჭრეებს პროდუქტზე ფასის გაზრდა კიდევ მოუწევთ.
თებერვალი 27, 2015
მომატებული ფასები მოვაჭრეებსაც და მყიდველებსაც ერთნაირად აწუხებთ