აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი ღავთაძე აირჩია. მმოქმედ რექტორს საბჭომ ვადა კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივა.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სტუდენტები გიორგი ღავთაძის რექტორად არჩევასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რექტორის არჩევნებში მონაწილეობას გიორგი ღავთაძის გარდა კიდევ 2 კანდიდატი მონაწილეობდა. ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი, ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი. მესამე კანდიდატმა, ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა შერმადინ მიქელთაძემ თავისი კანდიდატურა დიმიტრი კოპალიანის სასარგებლოდ მოხსნა.