ინტერნეტ სივრცეში “სამსუნგის” და სტამბულის მაცხოვრებლების სიურპრიზი გავრცელდა. მათ სმენადაქვეითებულ მუჰარემს საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს. მთელმა სამეზობლომ საიდუმლოდ ნიშნების ენა ისწავლა. ვიდეო “სამსუნგის” სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც სმენადაქვეითებულთათვის შექმნილი ვიდეო ქოლ ცენტრის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კამპანიის სლოგანი ასე ჟღერს: “სამყარო ბარიერების გარეშე ჩვენი ოცნებაცაა.”
მარტი 11, 2015
სმენადაქვეითებულს თავი გარიყულად რომ არ ეგრძნო, მეზობლებმა ნიშნების ენა ისწავლეს