აპრილი 22, 2015

სპორტული ოლიმპიადა ქუთაისის სკოლებს შორის

ქუთაისის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტის განყოფილება საჯარო და კერძო სკოლებს შორის სპორტულ ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადა სპორტის 5 სახეობაში მიმდინარეობს. შესარჩევი ეტაპი 24 აპრილს სრულდება. 2-დან 5 მაისის ჩათვლით ფინალური კვირეული გაიმართება, რის შემდეგაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.